მძიმე ტექნიკა — ექსკავატორი | GAG Trading

მძიმე ტექნიკის ფილტრები, ნაწილები და ზეთები

ტექნიკა არ უნდა ჩერდებოდეს. ექსკავატორების, ბულდოზერებისა და სამსხვრევებისთვის ერთ ადგილას შეგიძლიათ შეარჩიოთ ფილტრები, ციცხვის კბილები, სავალი ნაწილი, ზეთები და ტაოტები Donaldson-ის, Parker-ის, ITR-ისა და სხვა წამყვანი ბრენდებისგან.

  • ერთი მომწოდებელიფილტრები, ნაწილები და ზეთები ერთ შეკვეთაში
  • 22 წლის გამოცდილებახარისხი და სწორი შერჩევა ყოველ შეკვეთაზე
ჩვენი პარტნიორები
პროდუქცია

აირჩიეთ მიმართულება

აირჩიეთ მიმართულება და გაიცანით ბრენდები.

ჩვენ შესახებ

ხარისხი და გამოცდილება მძიმე ტექნიკის მომსახურებაში

GAG Trading ორ ათწლეულზე მეტია მძიმე ტექნიკის ფილტრებით, ნაწილებითა და ზეთებით ამარაგებს მომხმარებლებს. ჩვენთვის მთავარი ხარისხია: ვთანამშრომლობთ მხოლოდ სანდო საერთაშორისო ბრენდებთან და ყოველთვის ვამოწმებთ, რომ ნაწილი ზუსტად მოერგოს თქვენს ტექნიკას. წლების გამოცდილება გვეხმარება, სწორი გადაწყვეტა სწრაფად შემოგთავაზოთ და შერჩევიდან მიწოდებამდე გვერდით გყავდეთ.

22წელი ამ სფეროში
8საერთაშორისო პარტნიორი ბრენდი
5პროდუქციის მიმართულება
1მომწოდებელი ყველა თქვენი ტექნიკისთვის
თავსებადობა

თავსებადი ნაწილები შემდეგი მარკის ტექნიკისთვის

Caterpillar
Komatsu
Hitachi
Volvo
Hyundai
Doosan
JCB
Bobcat

GAG Trading არ არის ამ მწარმოებლების ოფიციალური წარმომადგენელი. ვაწვდით ფილტრებს, ნაწილებს და ზეთებს, რომლებიც ამ მარკის ტექნიკას ერგება. სავაჭრო ნიშნები მათ მფლობელებს ეკუთვნის.

შერჩევა

როგორ ვიპოვოთ სწორი ნაწილი

საჭირო ნაწილს სწრაფად ვპოულობთ, თუ გვიგზავნით ტექნიკის მონაცემებს. შეგიძლიათ ძველი ნაწილის ფოტოც მოგვაწოდოთ. შეთავაზებას ვამზადებთ და ვაზუსტებთ, რომ ნაწილი თქვენს ტექნიკას ზუსტად ერგება.

  1. ძველი ნაწილის ნომერი ან ფოტოთუ ხელთ გაქვთ
  2. ნიმუშითუ შესაძლებელია, ძველი ნაწილი გამოგვიგზავნეთ შესადარებლად
  3. ტექნიკის მარკა და მოდელიმაგალითად, ექსკავატორი, ბულდოზერი ან სამსხვრევი
  4. სერიული ნომერიტექნიკის ფირფიტაზე ან დოკუმენტებში
კონტაქტი

მოითხოვეთ შეთავაზება

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. მიუთითეთ ტექნიკის მონაცემები და საჭირო ნაწილი, ჩვენ კი ფასს და მიწოდების ვადას გაგაცნობთ.

მისამართიდ. აღმაშენებლის ხეივანი 89, თბილისი
რუკაზე ნახვა
სამუშაო საათებიორშაბათი–პარასკევი: 09:00–18:00
შაბათი: 09:00–14:00